kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
ველში ია ამოვიდა,
მიხედა, მოხედა,
-მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.

ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
ის გულზე დაეპკურა.

გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამზე მოფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.

კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა,
ცივწინწკლება-ქაფიანსა.

და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...

ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026