kids.ge logo

მგელი და კრავი

ფავორიტებში დამატება
ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.

თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღი
მგელი, მსურველი ავისა.

ეცრად სუნი რომ ეცა,
რადგანც ჩიჩია უყვარდა,
გამოგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.

შემოძახა: „შე, ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?

ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
ღარც კი იბერტყ ყურსაო!“

- „რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ - მე ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“

- „მაშ, მე ვსტყუო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“

- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
- „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“

- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“
- „შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!

მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“

თხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026