kids.ge logo

გურიის მთები

ფავორიტებში დამატება
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გაქანე, გაქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკენე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დანახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
სე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ემება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
სე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
სალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მივალ, გადავკოცნიმივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა,...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდაუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა; მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს ...ეს მშობლიური ქარიაI შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანე...ატმის ყვავილებირტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026