kids.ge logo

ცამეტი წლის ხარ

ფავორიტებში დამატება
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩაწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ტირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამულიცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრ...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...მწუხარება შენზემე გარს მეხვევა მუდამ, იგივე შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს სად დავემალო, ...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026