kids.ge logo

ბინდი ღამისა გაჰქრა

ფავორიტებში დამატება
ბინდი ღამისა გაჰქრა,
ვით მოჩვენება მკრთალი,
აღმოსავლეთში გაჰკრა
ყინვებს სხივების ალი.

ხავერდოვანი მდელო
ხავერდოვანი მთები
გატანილია ლელო
და აღტაცებით ვთვრები.

ო, რანარად ერთო
სულს გატაცებით ქროლა,
მადლობელი ვარ, ღმერთო,
რომ განვიცადე ბრძოლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაგრამ მე რა ვქნამაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით, ვინც აღტაცება არ ვიცი სრული არც სიყვარული...დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...ეს მშობლიური ქარიაI შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანე...ქუჩაქუჩა პოეტად დარჩა ოცდაათიან წლებისა, გაცვეთილი აქვს ლანჩა, დარჩა კანი და ძვლები ცისარტყელების რიგი ზამთრი...ქარით დატირებულიქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი, მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი. და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026