kids.ge logo

ვერაფერი გამიგია...

ფავორიტებში დამატება
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია -
მეგობრები მაკლდება.

ბრანინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან
მშვენირად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება
წასულან და წასულან!

და დღები გადის ზანტად,
ღამები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო
რაც მომხვდება, ვიყვირო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...ძველი ქართული ანდაზაძველი ქართული ანდაზა იტყვის: სოფელი დიდია! რამ გაადიდა, ანდა სად? სოფელს ბოქლომი ჰკიდია! რაჭა-ლეჩხუმი მშო...ვშლი ვფურცლავ...ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს (აქ პოეზია ნაირნარობს!) მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა (აქ პოეზია აბრეშუმს გ...გზას მოსდევს პოეტი...გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით, მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობი...სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026