kids.ge logo

გულის პასუხი

ფავორიტებში დამატება
მე შენ მიყვარდი ცირის გრძნობით,
ვით პოზია, როგორც ღვთაბა
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
ბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
ჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა!

შენც შეგარყიეს… უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოზია, როგორც ღვთაბა,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...ძირსძირს, მთავრობავ, უსამართლო! ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, - ყოველი მხრივ გეძახიან: “ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირს...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026