kids.ge logo

გორი

ფავორიტებში დამატება

გორო, ქართლის შუგულო
მეთარო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!

ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და სამედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!

ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
სამედოვ ობლისაო!

გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მობი მგლისაო,
გაჰკაფე, გადარე
გრძელი გზა მომავლისაო.

დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
“ჰოპუნით” მომკელისაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026