kids.ge logo

ზღვაო, აღელდი, აღელდი!

ფავორიტებში დამატება
ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დამორჩილე!
ამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადაცილე!

მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდრობის დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენ შემკვრელს არემარესა.

პოტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026