kids.ge logo

სამურაბე ბალი

ფავორიტებში დამატება
ბაღში ბალი დამწიფდა,
ღურღუმელა შავუნა,
ფოთლებს მიღმა უცქერენ,
კუნწულები, მალულად,

ჩასაკვრეხად უხმობენ,
დამსკდარი ნაყოფები,
ზოგან კურკებიც უჩანთ,
ჩიტთა დანაკორტნები.

ბაჩომ კიბე მიადგა,
დაკოც მიეხმარა,
მოკრეფილი ბლები კი,
ვარცლზე გადმოყარა.

მისივნენ ბავშვები,
და გამართეს ყიჟინა,
ნიტაც ფეხზე წამოხტა,
უკვე გამოძინა.

და იცმევენ ყურებზე ,
ყურსაკიდა კუნწულებს,
პაწაწინა რუსკაც კი,
სარკის წინ დაცუნცულებს,

მოთხუპნათ ტუჩები,
გაეტკბილათ თითები,
მწერები ესევიან,
დაზარდათ ღიპები.

ბოლოს ერთურთს შეხედეს,
ღარ დარჩა ბალი,
გონს მოეგნენ გვიანღა,
ბაჩო, ნიტა,ლალი.

თავდახრილი, მორცხვები,
კუთხეს ეწურებიან,
სამურაბედ მინდაო,
სთქვა იმ ბალზე ბებიამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...უცოდინრობის წამალიდილით, მეზღაპრე გუდითა, თურმე, ესტუმრა ბავშვებსა, წიგნებიც მისცა ფუთითა, და კიდეც ათამაშებსა. მეზღაპრემ რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026