kids.ge logo

მეურნე იმედა

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგიყვეთ ამბავი,
ფრიად გასაკვირი,
ჰყავს ბიჭუნა იმედას,
ყურპარტყუნა ვირი.

განა მარტო ვირი ჰყავს,
ძროხა და ხბო ბოჩო,
წიწილები, მამალი,
დედლუყუნწა „ქოჩო.“
თხა,- ბაკუნა „ბეკეკო“,
ცხენი,ლეკვი „კისო“,
ინდარის ჭუკები,
პირცმაცუნა ფისო.
თასფერი თევზები,
გოჭუნტულა“ხუნაგა“,
თმახუჭუჭა ცხვარუკა,
თაგუნია „მსუნაგა.“
როცა მოდის ბაღიდან,
მეგობრები, ხვდებიან,
ჟრიმულით ,ბღავილით,
პატრონს ეგებებიან.
ფისო კნავის,წრიპინებს,
მომეშველე იმედა!-
ბოჩომ რძე შემისვრიპა,
ჩემთვის არ გამეტა.
ლეკვი კისო წკავწკავებს,
რა დარდი აქვს მასაც?
თურმე ციცქნა წიწილამ,
ძლიერ გააბრაზა.
ბღავის ცხვარი ბუნჩულა,
იმ თხამ წვერებ ცანცარამ,
შემიჭამა ბალახი,
ბაღი სულ მთლად გაცალა.
გებება იმედას,
ცრუპენტელა თაგუნა,
ინდარის ჭუკიამ,
თავთავი არ მარგუნა.
დედლუყუნწა ქოჩორამ,
დაასმინა მაკო,
კვერცხი უკვე დავდეო,
მაგრამ მან არ აღო.
ღიმება ბიჭუნას,
იცვლის ტანზე იმედა,
ი უკვე თქვენთან ვარ,
ყველა დაამედა.
მშივრებს მისი მიჰგვარა,
ცუღლუტები დასაჯეს,
როგორი მეურნეა,
მკითხველო თვით განსაჯე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცოდინრობის წამალიდილით, მეზღაპრე გუდითა, თურმე, ესტუმრა ბავშვებსა, წიგნებიც მისცა ფუთითა, და კიდეც ათამაშებსა. მეზღაპრემ რ...ჭარბი წონააიწონა დაიწონა, ვისაცა გაქვთ ჭარბი წონა, ჭამეთ ხილი ბოსტნეული, ნუ გახდებით ტკბილის მონა....ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026