kids.ge logo

შიქასტა

ფავორიტებში დამატება
ვით სნეულსა თანაუგრძნობს
მისივე მსგავსი სნელი,
სე მკვნესარ შიქასტის ხმას
ძგერით უგრძნობს ჩემი გული.

ახ, მეზურნევ, დაჰკა! დაჰკა!
გამაგონე ეგ სევდის ხმა!
მაგაშია ჩემთა ძველთა
მამაცური ოხვრა, მოთქმა.

გამიხურე ჰანგით გული,
გებ დასდნეს მწუხარება
და ჩემთ თვალთა გადმოსთხიონ
ნაღვლინი მდუღარება!

ვიცი, ცრემლი მამაკაცსა
შეარცხვენს და არ შეშვენის,
მაგრამ მიჯობს, ჩუმად ტანჯვას
ცრემლი ვღვარო, არა მრცხვენის.

ნურვინ სცდილობს, იმ ცრემლებში
ნახოს კერძო სიყვარული!
იქ იქნება სადუმლო,
გულგამხეთქი, დაფარული!

ყოველს წვეთში ტანჯვას ნახავს,
საქართველოს გამომხატველს
და მწარესა ნაკადულში
გრძელ მოთხრობას, გულის დამწველს.

ახ, მეზურნევ, დაჰკა, დაჰკა!
გებ დადნეს მწუხარება
და ჩემთ თვალთა გადმოსწურონ
ნაღვლინი მდუღარება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026