kids.ge logo

ხატის წინ

ფავორიტებში დამატება
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და სადუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიდი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიდი!

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.

რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
მათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?

კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026