kids.ge logo

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა

ფავორიტებში დამატება
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!
ვარდის ბაგენი შვენირად სხვა მაპირებსა!
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!
როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!

ეტლ-შვენირად მორული გამჰსგავსე მთვარეს;
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს;
ცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;
სამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!
არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?

თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი;
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი;
სამართლინი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!

მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები;
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!
შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები...
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026