kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

მეორე

ფავორიტებში დამატება
რაცა, განათლებულო,
გებრძანეს ჩემგან წერითა, -
ასჯერ მადლობით მკითხველი.
მე ვერა გავძეხ მზერითა
ქება მოგიძღვნა, ვითა ვთქვა,
რა გკადრო შესაფერითა?
მუქაფად ღმერთმან გვირგვინი
შეგიქმნას თვისის ცერითა!

ხრმალთა და ქაფქირთ ღირება,
რადგან ოსმალთა გვჭირება,
მათ ვინღა ახირება,
რა გინდ სით იყოს ხშირება?
მე მათი ასე მცირება
როდეს შემეჭირება,
გარნა თუ ჩემი მწირება
ჰსჯულად არ დამეფირება!

თქვენ მღვდელსა თვისი ნაწერი
საამჯმნოდ გა[ა]ხდევინეთ.
ცოცხალსა ტყავსა ვინ გახდის?
მაგრამ მას გაახდევინეთ!
მაგის აქ სირბილს და მანდა
ეს რადღა გარდახდევინეთ?
ჭოპოს ლაპობით პირს ქაფი
ქაფქირით მოახდევინეთ!

სხვა მოგახსენო უცხოი,
ეს ქვრიმად დამითესია:
თქვენც გეხსენებათ, ყიზილბაშთ
რა ჰსჯული აქვთ და წესია.
თვისი ლაქია მან მოკლა,
მაზედ რა უბრმესია;
სხვას პოსლანიკსა სისხლსა სთხოვს.
ჭირში ჰყავს დანამკვნესია.

ნეტა გიჩვენათ, ამაზე
ვითა კასკასებს გრიგორი.
სევდით განეყო დალაქსა,
თქვა: "თამაზასთან ვიგორი".
მერე გრიგორს მოსტეხეს
ხელი; კრივ-კულაჩს იგორი.
თუ ასე ასტყდენ, ვერ, ვგონებ,
გარდავლონ ჩიმი-დიდგორი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...სევდის ბაღსსევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026