kids.ge logo

სტვენს ბულბული

ფავორიტებში დამატება
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მემედა;
კოცნა ვეღარ გაბედა
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ტყვის: "ვარდო, შენი სახე
დეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა:
უმზებით დამალა;
ბულბულს სული გაცალა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა,
სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.
შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეწყალა,
ლალის ფარდა გარდაშალა;
მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
საბრალო არალ
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე-ჭაბუკ ორბელიანზედათინას აღზრდილს აქებდეთ, ალვად ანორჩვით ასულსა, ბნელ ბაიათა ბრკვილობა, ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა! გონჯნი გ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვ...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...აღვახვამ ქებად ბაგესაა. აღვახვამ ქებად ბაგესა, თუმც შევიძელ მკობილება. ბ. ბანოვანთა უტურფესო, გიქო მაღალ-შობილება! გ. გულს გან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026