kids.ge logo

მზე შინა

ფავორიტებში დამატება
მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო.
კივლია მამალსაო,
მზევ, შინ შემოდიო.
გათენდი, თუ გათენდები,
მზევ, შინ შემოდიო.
მზე დაწვა და მთვარე შობა,
მზევ, შინ შემოდიო.
ჩვენ ვაჟი დაგვბადებია,
მზევ, შინ შემოდიო.
დუშმანსა ქალი ჰგონია,
მზევ, შინ შემოდიო.
ვაჟის მამა შინ არ არი,
მზევ, შინ შემოდიო.
ქალაქს არი აკვნისთვინა,
მზევ, შინ შემოდიო.
ვაჟის მამას მოუხდება,
მზევ, შინ შემოდიო,
თეთრი კაბა ატლასისა,
მზევ, შინ შემოდიო,
ცხენზე ჯდომა, ჯირითობა,
მზევ შინ შემოდიო,
ყაბახს სროლა, ბურთაბა,
მზევ, შინ შემოდიო.
მზევ, შემოდი ბაკებსაო,
მზევ, შინ შემოდიო,
ცხვარს დაგიკლავ მაკესაო,
მზევ, შინ შემოდიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხოგაის მინდიხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა, ჩამოდიო...მე პატარა გოგო ვარმე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზე; რა დროს ჩემი ლექსებია, პატარა ვარ ყველაზე!...მელია და მამალიორშაბათ დილა გათენდა, რა ავი დარი დგებაო, ეს ჩვენი წუწკი მელია, საომრად ემზადებაო! წავიდა იქ მიცუნცულდა, ...ლომო, შე ლომის მოკლულოლომო, შე ლომის მოკლულო, ბუსნის-ჭალაის პირსაო, ვინ შაგიღება წითლადა მხარ-ბეჭი პერანგისაო, ვინ გაგიმეტა სათ...სერზე მიდის სამი მგელისერზე მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი, ერთმანეთს ეუბნებიან: „ჭალას არის ლურჯა ცხენი, ერთმა თავსა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026