kids.ge logo

გოჭები

ფავორიტებში დამატება

დასდევს კუდში მური
ლანძღვითა და გინებით,
მთელი ეზო დათხარეს
პაწაწინა დინგებით.
გუშინ დოქი გატეხეს,
ჩაპარნენ ყანაში,
დარივნენ წიწილებს,
მერე ჩაწვნენ ტალახში.
მისთანა რა მოხდა,
მის ფასი რა ნახეს!
ერთი ვაშლის გულისთვის
ერთმანეთი გალახეს.
არ ისმენენ არაფერს
მოდენა ყურებით,
ღარც თხოვნა ესმით და
ღარც საყვედურები.
თუ არ გამოსწორდებით,
წნელით გაიტკიცებით,
არ გრცხვენიათ, გოჭებო?
ღორებივით იქცევით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინო, გამოიცანი!გ ა მ ო ც ა ნ ა : მტერია სიბნელის, მტერია წყვდიადის, ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი, დიადი, ზვიადი, ნაზი დ...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...ქეთინოდედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს ...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...ბიჭი, ძაღლი და ბებიანოდარიკო და ბემბი ცხოვრობენ როგორც ძმები, ერთი თეფშიდან თქვლეფენ, ორთავე ერთად ყეფენ. ტახტის ქვეშა აქვთ ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026