kids.ge logo

მგელი, ბატკანი და მურია

ფავორიტებში დამატება
ერთხელ ბატკანმა მურიას
შეჰკადრა საყვედურია:
- რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით
ვერ გვიჭამია პურია?!
გაბრაზებულმა მურიამ
ხელად იძია შურია,
მგლის ლეკვს, ფარეხში შეპარულს,
ძირში მოჭამა ყურია.
მგლის ლეკვმა დედას შესჩივლა
დაკბენილმა და უყურომ:
- მურიას მამაძაღლობას
როდემდე უნდა უყურო?!
შეშინებულმა ძუ მგელმა
ტეხა ვაი-ვიშიო,
შვილს უთხრა: - ხომ გაგაფრთხილე,
გქონდეს ძაღლების შიშიო,
ცხვრის გადამკიდე, მაგ ოხრებს,
არ უყვართ ჩვენი ჯიშიო.
სხვა გზა არ არის, შვილებო,
მგლის ჯიშმა დღეის იქეთო,
უნდა გვარი და სახელი
ძაღლებად გადავიკეთოთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...ვარადავარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა, დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026