kids.ge logo

რაც არ იწვის, არ ანათებს

ფავორიტებში დამატება
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
ჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიშუქე, სადაც ბნელა!

ერთი წამიც კი სიცოცხლის,
თუ სხივების მომფენია,
სინათლოს და უგრძნობელს
საკუნეს მირჩევნია.

მართალია, მთას რომ დასთოვს,
თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!
თავზე თეთრი, თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;

მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,
სადაც სდაგავს გენია,
ეს კანონი საზოგადო
თავიდანვე ასცდენია.

პოტის გულს, გახურვებულს,
სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,
რას მოუშლის თმა ჭაღარა?
რას დააკლებს ხნოვანობა?

მრწამს სიწმინდე სიყვარულის
სევ ისე, როგორც ძველად,
და გულს ვუგებ საკურთხევლად,
ზედ სიცოცხლის დასაწველად!

თუმც ეს მსხვერპლი სადუმლო
სადუმლოდ იწვის, ქრება,
მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც
რის დიდი ნეტარება…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026