kids.ge logo

პატარა ბიჭი ვიყავი

ახალი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
პატარა ბიჭი ვიყავი,
პატარა ბიჭუკელაო;
“დაურჩი დედას, კარგი ხარ!”
შემომნატროდა ყველაო.

პატარა გოგო მიყვარდა,
პატარა გოგუცანაო;
ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს
ლამაზი იმისთანაო.

თავი მოგვწონდა ორივეს,
გულს კარი ჰქონდა ღიო;
შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული,
ვარდი ჰყვადა, იო.

გვეგონა, დაბლა ქვეყანა
მაღლა ცით დათაფლულაო,
შიგ სიყვარული ნათესი
ჩვენს კარზე ამოსულაო!

თავზე დავიდგით გვირგვინი,
მივდექით საყდრის კარსაო;
მამასახლისმა დაგვჩხავლა:
- “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო!

ნეფეს სალდათად იწვევენ,
უნდა მოხადონ ვალიო;
სამ წლამდის ქვრივად დარჩება
ხემწიფის პატარძალიო”.

ავტირდი პატარა ბიჭი,
პატარა ბიჭუკელაო;
“ვაი შენს დედას, საბრალოვ!”
შემომტიროდა ყველაო.

პატარა გოგოც ატირდა,
პატარა გოგუცანაო,
მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე
სხვა ნახა ჩემისთანაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026