kids.ge logo

მეურნე იმედა

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგიყვეთ ამბავი,
ფრიად გასაკვირი,
ჰყავს ბიჭუნა იმედას,
ყურპარტყუნა ვირი.

განა მარტო ვირი ჰყავს,
ძროხა და ხბო ბოჩო,
წიწილები, მამალი,
დედლუყუნწა „ქოჩო.“
თხა,- ბაკუნა „ბეკეკო“,
ცხენი,ლეკვი „კისო“,
ინდარის ჭუკები,
პირცმაცუნა ფისო.
თასფერი თევზები,
გოჭუნტულა“ხუნაგა“,
თმახუჭუჭა ცხვარუკა,
თაგუნია „მსუნაგა.“
როცა მოდის ბაღიდან,
მეგობრები, ხვდებიან,
ჟრიმულით ,ბღავილით,
პატრონს ეგებებიან.
ფისო კნავის,წრიპინებს,
მომეშველე იმედა!-
ბოჩომ რძე შემისვრიპა,
ჩემთვის არ გამეტა.
ლეკვი კისო წკავწკავებს,
რა დარდი აქვს მასაც?
თურმე ციცქნა წიწილამ,
ძლიერ გააბრაზა.
ბღავის ცხვარი ბუნჩულა,
იმ თხამ წვერებ ცანცარამ,
შემიჭამა ბალახი,
ბაღი სულ მთლად გაცალა.
გებება იმედას,
ცრუპენტელა თაგუნა,
ინდარის ჭუკიამ,
თავთავი არ მარგუნა.
დედლუყუნწა ქოჩორამ,
დაასმინა მაკო,
კვერცხი უკვე დავდეო,
მაგრამ მან არ აღო.
ღიმება ბიჭუნას,
იცვლის ტანზე იმედა,
ი უკვე თქვენთან ვარ,
ყველა დაამედა.
მშივრებს მისი მიჰგვარა,
ცუღლუტები დასაჯეს,
როგორი მეურნეა,
მკითხველო თვით განსაჯე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...ლოცვა-ნანინადედა-შვილობის მადლითა, ქრისტე ღმერთის დალოცვითა, დაიძინე, ციცქნა შვილო, იმედო და თვალის ჩინო. ანგელოზი გე...დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026