kids.ge logo

მარად შენ მიმაჩნდე

ფავორიტებში დამატება
მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!
მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით.
ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელად,
თავს მით შემოგწირავ მის სამარებით.

როს ვარდი მიშალე და მანდარია,
ოხვრიდი, სწვამდი ბულბულს, და მან დარია;
მკლამს ჩემი სალბუნი და მუნ დარია,
ნუ მწყლავ, ნუ განმაგდებ სხვისა მარებით!

მე იგი ვარ ოდეს იმ არეს-არა,
არ ჰჭირს რიდი, ამ არეს არა,
[..............]
მე სხმად მიცნა, სხვისად ვით ამარებით.

ტან ალვადო, რხევით დარედა,
ვინ გული უწყალოდ დარედა,
შეწირვიდი მკვდარს ბესიკს დარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლებ მითა მარები[თ].

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვნახე პირ-მზევნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს; ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია; მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობ...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...ბულბულის შურსაბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს...ბაიათიაწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი! სახედ მომცა მანათა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026